პროტესტის მეოთხე დღე ზვარეში – გაფიცულები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კომპანიას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ

პროტესტის მეოთხე დღე ზვარეში. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ქართველი თანამშრომლები კომპანიის მმართველი პირების შეცვლას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოების შესრულებაზე უარს აცხადებენ. მათივე თქმით, ამ მოთხოვნით დაკმაყოფილებამდე ისინი არც კომპანიას მისცემენ ფუნქციონირების საშუალებას.

საპროტესტო აქციას წინ უძღოდა სოფელში ფიზიკური დაპირისპირება კომპანიის ჩინელ და ქართველ თანამშრომლებს შორის.

გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია ჩინეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ
შემდეგი სტატია“ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილის ორგანოები შეჭამა,” – საქლაქო სასამართლოში კანიბალიზმით ჩადენილ მკვლელობაზე პროცესი იწყება