პროტესტის ერთი წელი – ქართველი ემიგრანტების აქცია პარიზში

პარიზში ქართველი ემიგრანტების აქცია გაიმართა – უწყვეტი წინააღმდეგობის ერთი წლის თავზე, ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ.

ემიგრანტებმა ქუჩებში საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაიტანეს. პარიზში მცხვორები ქართველები აცხადებენ, რომ ვიდრე სახალხო ბრძოლა შედეგით არ დასრულდება, პროტესტი არ უნდა შეწყდეს, რადგან წინააღდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ დიდი ხნით გაქრეს ევროპული ოჯახის რადარებიდან.

აქციაზე ემიგრანტებთან ერთად იმყოფებოდა საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი.

გვინდა ჩვენი ხმაც შევუერთოდ საქართველოში და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში შეკრებილ ქართველებს, რომლებიც სინანულით აღნიშნავენ ამ წლის თავს, როცა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გამაოცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის არის დაპაუზებული. თუ ჩვენ ევროპის ორბიტისგან მოვშორდებით, დიდი ფიქრი არ არის საჭირო, თუ რომელ ორბიტას ვუბრუნდებით”, – ამბობს გოჩა ჯავახიშვილი.

banner
წინა სტატიაშიდროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს – ზელენსკი კიევზე თავდასხმას ეხმაურება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – “პროტესტი იდგება იქამდე, ვიდრე არსებობენ ადვოკატები, რომლებიც ადამიანებს უანგაროდ ეხმარებიან”