“ბოლომდე! საქართველოს გადასარჩენად” – ამ სლოგანით მოქალაქეები 300 არაგველის მემორიალიდან რუსთაველის გამზირამდე მარშით მიემართებიან.
პროტესტის მონაწილეები, რომლებიც 300 დღეა უწყვეტად გამოდიან რუსთაველის გამზირზე, 300 არაგველის ძეგლთან სიმბოლურად შეიკრიბნენ.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, 300 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას სთხოვენ, დაუბრუნდეს „კონსტიტუციურ ჩარჩოებს და შეწყდეს მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ტერორი“.
მათი თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ.
მათი თქმით, 300-დღიანი პროტესტის შემდეგ ხელისუფლებას უნდა დაენიშნა ახალი არჩევნები, თუმცა ამის ნაცვლად იღებს მხოლოდ ესკალაციურ ნაბიჯებს და არ დგამს არც ერთ კონსტრუქციულ ან კომპრომისულ ნაბიჯს, რის გამოც ვითარება სულ უფრო იძაბება.















