პროტესტის 224-ე დღე – რიონის ხეობის მცველებმა ქუთაისში, “ენკას” ოფისთან გადაინაცვლეს

უწყვეტი პროტესტის 224-ე დღეს რიონის ხეობის მცველებმა გუმათიდან ქუთაისში, “ენკას” ოფისთან გადაინაცვლეს. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანიის ოფისთან საყვირებითა და ხმაურით მივიდნენ. გარკვეული დროის მანძილზე პიკეტირებული იყო შენობაც.

“ხმაურის აქცია ტრადიციაა ჩვენთვის და ჩავთვალეთ, რომ ენკასთვის თავის შეხსენება არ იქნებოდა ურიგო. მართალია ჩვენ მისი მისამართით კითხვები არ გვაქვს და ბრალეულობა მისი არის მინიმალური, შეიძლება ვთქვათ, რომ დაზარალებულიც კია მთელი ამ სიტუაციიდან გამომდინარე. მას ხელში უჭირვას ხელმოწერილი ხელშეკრულება, მაგრამ მაინც გვაქვს მასთან პრეტენზიები, ჩვენ ვითხოვთ მის გასვლას და სამუშაოების შეწყვეტას”, – თქვა აქციის მონაწილემ, მარიტა მუსელიანმა.

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ, სადაც დღეს 5 საათზე 8 დაკავებული აქტივისტის პროცესი უნდა ჩაინიშნოს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა
შემდეგი სტატიახუციშვილი – ლარის კურსზე გავლენა ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციამ იქონია