რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯვარის მოსახლეობამ ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. აქცია-მსვლელობას უერთდებიან სტუდენტები, მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და პოლიტიკოსები, მათ შორის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.
აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებსა და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.