პროტესტი საგანმანათლებლო რეფორმას – თსუ-ს მე-8 კორპუსთან აქცია მიმდინარეობს

“შეაჩერეთ ქართული განათლების სისტემის განადგურების პროცესი“ – პროფესორ მასწავლებლები აუდიტორიებიდან ქუჩებში გადიან.

“ოცნების“ დაანონსებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ ამ წუთებში ლექტორები და სტუდენტები თსუ-ს მე-8 კორპუსთან აქციას მართავენ.

ადგილზე შეკრებილები არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთი შენობა, რომელიც თბილისის ცენტრში გაიყიდება, სწორედ მე-8 კორპუსი იქნება.

ისინი ამბობენ, რომ “საუნივერსიტეტო განათლების ბედი საქმის უცოდინარმა ადამიანებმა არ უნდა გადაწყვიტონ“.

პრინციპულად მიუღებელია, რომ ადამიანებმა, რომლებსაც სიტყვა კონცეფციის ამოკითხვაც შეუძლებელია, არ უნდა გადაწყვიტონ გრიგოლ წერეთელის მიერ დაარსებული ტრადიციის ბედი. ერთხელ, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ 30-იან წლებში, სწორედ ასეთმა, საქმის უცოდინარმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ამ საუნივერსიტეტო განათლების ბედი, სწორედ ამ გადაწყვეტილებას ემსხვერპლა გრიგოლ წერეთელი, – ამბობს ლექტორი.

უდაბნოდ აქცევენ დამშვიდობას ეძახიან. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ცუდი რეფორმა, დეფორმა, როგორც ხალხი გავრცელდა. მოჩქარეს მოუგვიანდესო, სისწრაფით, ვის რისთვის მიუღწევია. სახელმძღვანელოს გამოცვლა რომ გვინდოდა, 4 წელი ვმუშაობდით, – ამბობს კიდევ ერთი ლექტორი.

მათივე თქმით, ეს აზარალებს სამეცნიერო ტრადიციას, რომელიც 1918 წლიდან არსებობს.

ჰუმანიტარული დარგი 3 -სა და 1 -ში ვერ ჩაეტევა, მაშინ ის იქნება მხოლოდ სკოლის დონის აღმზრდელი უმაღლეს სასწავლებელი და საერთოდაც, მიმაჩნია, რომ 1 ფაკულტეტი 1 ქალაქში, კატასტროფაა. ეს არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იდეის დანგრევა, – ამბობს ლექტორი.

banner
წინა სტატიაში“მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ” – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატია“ოცნება” აღარ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანია საქართველო რუსული გავლენის სფეროში მოაქციონ – თამაზ დათუნაშვილი