პროტესტი მარტვილის მერიასთან – მოსახლეობა ბალდის კანიონზე სამუშოების შეჩერებას ითხოვს (ვიდეო)

ამ წუთებში, სოფელ ბალდის მოსახლეობა და მარტვილის მაცხოვრებლები, მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე შეკრებილი ადამიანები აცხადებენ,რომ მათი მთავარი მოთხოვნაა შეჩერდეს მშენებლობა ბალდის კანიონზე.

 

11 სექტემბერს, გამართულ საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხუთ დღიანი ვადა მისცეს, რათა კანიონზე სამუშოები შეჩერებულიყო თუმცა, ახლად შექმნილი მოძრაობის ინფორმაციით სამუშოები არ შეჩერებულა. სოფელ ბალდის მოსახლეობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის შეხვედრა არაერთხელ შედგა, თუმცა როგორც ცნობილია შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ამ წუთებში, მარტვილის მერიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მარტვილის მერს თორნიკე ჯანაშიას პროცესში მედიაციას, გაცემული ნებართვის შეაჩერებასა და კონფლიქტში სოფლის მოსახლეობის ინტერესების დაცვას თხოვენ. როგორც ცნობილია დაცული ტერიტორიების სააგენტომ, იჯარის წესით ბალდის კანიონის 20 წლით კერძო კომპანია” კანიონ 350″-ს გადასცა.

ავტორი: აკო ქიქავა

 

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს განვითარების პროგრამის, UNDP-ის რეგიონული ბიუროს დირექტორი – საქართველოს ჰყავს ძლიერი, ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს
შემდეგი სტატიავინც არ უნდა წარმოედგინა პრეზიდენტს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ, ყველას ავირჩევდით – მდინარაძე სებ-ის საბჭოზე