პროტესტი ჭიათურაში – ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება – 19 ივნისიდან 4 დაპატიმრებული კოლეგის გათავისუფლების მოთხოვნით, ოთხი პირი შიმშილობს.

დღეს, პროტესტის 114-ე დღეს, ერთ-ერთმა მოშიმშილემ, მირზა ლოლაძემ პირიც ამოიკერა. იზოლატორში შიმშილობს ერთ-ერთი დაპატიმრებული მყოფი მერაბ სარალიძეც.

მაღაროელებმა შიმშილობა მას შემდეგ განაახლეს, რაც პირობა, რომელიც დაკავებულების გათავიუფლების შესახებ მიიღეს, არ შესრულდა.

12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 4 მაღაროელს – მერაბ სარალიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს, გიორგი ნეფარიძესა და თენგიზ გველესიანს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა და მათი წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.

4 მაღაროელი 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშირეზო კიკნაძის განცხადება და მამუკა ხაზარაძის პასუხი
შემდეგი სტატიასაპატრიარქომ შეაჩერა ხუჯაბის ეპისკოპოსის განჩინება, გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების 20 წლით შეჩერების შესახებ