პროტესტი ბალდაში – ადგილზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები მივიდნენ

პროტესტი ბალდაში – კანონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ, ასევე ტერიტორიაზე არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც ბალდის მცველებმა გამოიძახეს.

ხალხს საავტომობილო მოძრაობა ერთი საათია რაც გადაკეტილი აქვთ. დღეს ულტიმატუმის ბოლო დღეა,

კანიონის მცველები ამ დრომდე ელოდებიან ადგილობრივი მერიის პასუხს – შესრულდება თუ არაა ხალხის მოთხოვნაა და აკერძალება თუ არა კერძო ინვესტორს კანიონის ტერიტორიაზე შესვლა.

აქტივისტებმა ჯერ კიდევ გუშინ მიიღეს დაპირება, რომ საბოლო პასუხი დღეს ეცოდინებოდათ, თუმცა ირკვევა, რომ ამ დრომდე არსად ჩანს მარტვილის მერი. ცოტა ხნის წინ ადგილზე საავტომობილო გზა იყო გადაკეტილი.

დღეს იჯარის ხელშეკრულების 3-წლიანი ვადა იწურება. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ხელისუფლებამ არ გაახანგრძლივოს ხელშეკრულება.

ბალდის კანიონი “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს ისე მისცა, რომ მათთვის არავის არაფერი უკითხავს.
ადგილობრივი მოსახლეობა უნიკალური ტერიტორიია ინვესტორისთვის გადაცემას უკვე დიდი ხანია აპროტესტებს.

banner
წინა სტატიაში“სასამართლომ სამეგრელოს რწმუნებულის ადმინისტრაციის ლოთი უფროსი ჩემი შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა” – მარიამ სიჭინავა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო მოქმედებები საქალაქო სასამართლოში – დალუქულია კანცელარიის შენობა