პროტასევიჩთან ერთად დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პროტასევიჩთან ერთად დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბელორუსში დაკავებულ სოფია საპეგას, რომელიც ოპოზიციური ტელეგრამ-არხის NEXTA თანადამფუძნებელია და რომელიც ბელორუს ოპოზიციონერ ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად დააკავეს, ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – მისი ადვოკატის ალექსანდრ ფინალოვიჩის ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, საპეგა სამშაბათს დაიკითხა. მას სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს, თუმცა კონკრეტულად რა დანაშაულს ედავებიან ადვოკატი არ ამბობს, რადგანაც მას გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი ჩამოართვეს. ალექსანდრ ფინალოვიჩის თქმით, გამოძიება რუსეთის საკონსულოსთვის ინფორმაციას ამზადებს, ამიტომ დეტალები მალე გახდება მედიისთვის ხელმისაწვდომი.

საპეგა, უშიშროების უზოლატორშია. მის საქმეს ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტი იძიებს. რუსეთის კონსულმა საპეგასთან შეხვედრის ნებართვა მიიღო. ფილანოვიჩის თქმით, საპეგას დაკავების გარემოებებსა და დეტალებზე დოკუმენტები მას არ უნახავს.

ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომ საპეგა 2020 წლის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით ჩადენილი დანაშაულებებისთვის არის დაკავებული, მას რამდენიმე ეპიზოდს ედავებიან.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი და სოფია საპეგა იმყოფებოდნენ. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.

თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

ლიეტუვამ და პოლონეთმა თვითმფრინავის იძულებით დასმას “სახელმწიფო ტეროტიზმი” უწოდეს.

დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, რომ ბელორუსი დისპეტჩერების მოქმედება გამართლებულია თვითმფრინავის მისნკში დასმის გამო – რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა.

“თუკი ჩვენ სწორად გვესმის, შეტყობინება იყო ბორტზე გარკვეული საფრთხის შესახებ და საერთაშორისო წესების თანახმად რეაგირება მოხდა… ზოგადად, საფრთხე შესაძლებელია ყოფილიყო არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ბორტზე იმყოფებოდა. იმისათვის, რომ ეს საფრთხე მინიმუმამდე დაყვანილიყო, როგორც ირწმუნებიან, დისპეტჩერებმა იმოქმედეს”, – თქვა პესკოვმა.

წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია პროტასევიჩის სახეზე ძალადობის კვალზე საუბრობს

banner
წინა სტატიაშისალომე ბარკერი გოლეთიანს: მე არ მოვსულვარ თქვენ “გამოსასწორებლად”
შემდეგი სტატიაერთი წლის მანძილზე მალიში ორჯერ მოხდა გადატრიალება