2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის დაკავებული ხატია წერეთელი გაათავისუფლეს

პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ად­გი­ლის გა­და­ცე­მის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ­მა მომ­ღე­რალ­მა ირმა კურ­ტა­ნი­ძემ, იგი­ვე ხა­ტია წე­რე­თელ­მა სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა.

“საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და 1 წელი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და 10 ათა­სი ჯა­რი­მა. ჯამ­ში 11 პირი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. და­კა­ვე­ბუ­ლი 12 პი­რი­დან ერ­თთან და­ი­დო რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­თან­ხმე­ბა და დარ­ჩა 11 პირი. დღეს ყვე­ლა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი­დან”,- გა­ნა­ცხა­და ადვოკატმა  დი­მიტ­რი ვარ­დი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ად­გი­ლის გა­და­ცე­მის ბრალ­დე­ბით ხა­ტია წე­რეთ­ლის და მას­თან ერ­თად 11 პი­რის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 27 აგ­ვის­ტოს გავ­რცელ­და. და­კა­ვე­ბულ 12 პირს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 254-ე მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ად­გი­ლის გა­და­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცნო­ბის­თვის, პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ად­გი­ლის გა­და­ცე­მის ბრალ­დე­ბით ხა­ტია წე­რეთ­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 27 აგ­ვის­ტოს გავ­რცელ­და.

banner
წინა სტატიაშიფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია