10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტებზე პროკურატურამ 21 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოცდაერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს თბილისში, მარნეულსა და ქუთაისში გახსნილი ჰქონდათ მასაჟის სალონები და სასტუმროები, სადაც პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ კლიენტებს, შემოსავლის ნაწილს კი ბრალდებულები იღებდნენ, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 21 პირი დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ციხეებში გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, საკვების ხარისხი, აკრძალეს “ფლეშკებით” ფილმების შემოტანა
შემდეგი სტატია“საქართველოს ფოსტაში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა