პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდება – “მამიდას” და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ ქალს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

პროსტიტუციის ხელშეწყობის მუხლით დაკავებული სამი ქალისთვის აღკვეთისღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. უფლებადამცველები დაკავებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.

ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ.

საქართველოში ყველაზე ცნობილი “მამიდა” გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. როენა ხუცურაულთან ერთად დააკავეს, მისი სასტუმროს მოიჯარე ზინა ქორიძე იგივე სალომე და სასტუმრო ”გოლდის” მფლობელ ნინო დარბიაშვილი. დღევანდელ სპეცოპერაციას წინ უძღოდა დაკავებების სერია მარტში, მაშინ პოლიცია თბილისის სამი სასტუმრო დალუქა და სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი გულიადა აფხაზავა, იგივე ფისო დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები საკუთარ სასტუმროებში ოთახებს პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით სისტემატიურად აქირავებდნენ. ეს როენა ხუცურაულისთვის ეს პირველი პატიმრობა არ არის. სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი რამდენიმე წლის წინ, ანალოგიური ბრალდებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშირის საფუძველზე უნდა დამაკავონ, იმიტომ, რომ ღამით ჩემს სიზმრებს უყურებენ? იმიტომ, რომ მათი ბინძური სულები ჩემს სულში ძვრებიან? – მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიაკერძო ავტოტრანსპორტსა და ყვითელ ავტობუსებზე ყალბი დადებითი დასკვნების გაცემის ფაქტებზე პირველადი ტექდათვალიერების სამი ცენტრის თანამშრომლები დააკავეს