პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთში 8 ქართველი ქალი დააკავეს

თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით 8 ქართველი ქალი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ართვინის პროვინციის პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ხოფაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროსტიტუციას არალეგალურად ეწეოდნენ.

პოლიციამ რამდენიმე კლუბსა და სასტუმროში ოპერაცია ჩაატარა და სულ 33 სექს-მუშაკი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან რუსეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებიც.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – მთავრობა ყველანაირად უშლის ხელს კონსორციუმს, ვალდებულებები შეასრულოს
შემდეგი სტატიათეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს შესახებ წერილს აქვეყნებს