პროსტიტუციაში არასრულწლოვნის ჩართვაზე კანონი გამკაცრდა

არასრულწლოვნის პროსტიტუციაში არაძალადობრივი მეთოდებით ჩაბმა, ან მისი წაქეზება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

„ჩვენ დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი რეგულაციები. სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმა, მისი წაქეზება და ამ საქმიანობაში ჩაბმა არაძალადობრივი მეთოდებითაც.

იცით, რომ დღეს სიხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმაზე დასჯადობას, თუ ეს კეთდება ძალადობით, მაგრამ თუ ეს არ კეთდება ძალადობით, მაგალითად თქვენ იცით, რომ მათ შორის ჩვენს დედაქალაქში კლუბებში, ბარებში ხდება არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა ყოველგვარი ძალადობის განხორციელების გარეშე და ეს ქმედება დღემდე არ იყო რეგულირებული სიხლის სამართლის კოდექსით. დღეიდან უკვე მოვუწოდებ, თითოეულ მმართველს სხვადასხვა გასართობი დაწესებულებისა, რომ მიიღონ ეს მხედველობაში, რადგან არასრულწლოვნის, თუნდაც არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა პროსტიტუციაში ამიერიდან თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ეს მისცემს სერიოზულ ბერკეტებს პოლიციას, რომ ებრძოლოს პროსტიტუციას თავისი ყველა ფორმით და გამოვლინებით“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 15 000 ქალი ფეხმძიმობის დროს უცემიათ
შემდეგი სტატია„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა