“პრორუსულმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” თბილის მოსკოვთან დააახლოვა”- აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კავოლი

აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი დღეს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს. გამოცემა Kyiv Post-ი წერს, რომ კავოლი უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთიდან, NATO-სთვის მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრებს.

მედიასაშუალების ცნობით, გენერალი შეეხება საქართველოს საკითხსაც და ისაუბრებს მოლდოვაზეც:

“საქართველოში პრორუსულმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” თბილის მოსკოვთან დააახლოვა.

მოლდოვაში რუსეთის გავლენა 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაძლიერდა, რადგან მოსკოვი ჩაერთო ხმებს თაღლითურად მოსყიდვაში, არჩევნებთან დაკავშირებულ კიბერშეტევებში და საარჩევნო უბნებზე ცრუ დაბომბვის მუქარებით და გამოიყენეს პროფესიონალი აგიტატორები არეულობის განზრახ პროვოცირებისთვის,” – განაცხადებს კავოლი.

banner
წინა სტატიაშიPLUS გათამაშება დაიწყო – მოიგეთ 100, 1 000 და 10 000 ლარი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ვიწყებ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ