ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ანტიდასავლურს უწოდებს.
პავილიონისი X-ზე წერს, რომ მმართველ პარტიაში პრორუსული და პროჩინული ტენდენციები შეინიშნება.
პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირება “ქართულ ოცნებაში”. იმედი მაქვს, ეს ავტოკრატიული, ანტიდასავლური ინიციატივა შეჩერდება”, – წერს პავილიონისი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.