პრორუსული “ოცნებისგან” ისიც მოსალოდნელია, ჩვენი ისტორიის ეს ნაკვალევიც გადაშალონ

გაჟღერდა, პარლამენტის წინ მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებსო.

დემონსტრაციების საწინააღმდეგოდ მოგონილი მორიგი ტყუილი კი აღმოჩნდა, მაგრამ ვინძლო მართლა დააპირონ, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:

როდესაც პარლამენტის წინა სივცრის რეკონსტრუქცია გაკეთდა და 9 აპრილის მემორიალი დაიდგა, ახლად დაგებულ ფილებს შორის შენარჩუნდა ის ფილები, რომელზედაც ქართველების სისხლი დაიღვარა 1989 წლის 9 აპრილს (იხ. ფოტოებზე).

პრორუსული “ოცნებისგან” ისიც მოსალოდნელია, ჩვენი ისტორიის ეს ნაკვალევიც გადაშალონ. ამიტომ წინმსწრებად ვწერ, როგორც გაფრთხილებას.

იმედია, მომავალი თაობები შეგვინარჩუნებენ ამ მეხსიერებასაც და ამ ფილებსაც.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი

banner
წინა სტატიაშიშეხვედრისას მას სრული ისტერიკა დაემართა…
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს