პრორუსმა მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა – GUARDIAN-ი საქართველოზე

The Guardian-მა მოამზადა სტატია – რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ერაყიდან კონტრაბანდულ ირანულ იარაღს იღებს. ავტორი ეხება უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასა და საქართველოს პასუხს.

“ურთიერთობა ორ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს შორის მკვეთრად გაუარესდა. კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც თბილისში პრორუსმა მთავრობამ უარი თქვა მოსკოვისთვის ეკონომიკური სანქციები დაეწესებინა”. – წერს The Guardian-ის ჟურნალისტი.

4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანის შესახებ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყვეს.

banner
წინა სტატიაშიარ ვაპირებთ იზოლირებას, რუსეთის იზოლირება შეუძლებელია – პუტინი
შემდეგი სტატიაპუტინმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში მასიური წმენდა დაიწყო, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი კი დააკავა – Daily Mail