2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება – “ქართული ოცნების” წევრის თამარ ხულორდავას თქმით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი დამტკიცდეს.
“საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერითა და ჩვენი გუნდის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, არის მაღალი ალბათობა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება დღეს მივიღოთ. რამდენიმე ჩვენს კოლეგას აქვს მკვეთრად განსხვავებული პოზიცია, არის იმის დაშვება და მოლოდინი, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი ამ სისტემაზე გადასვლას ხმას არ მისცემს. მიუხედავად ამისა, არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება იქნეს ბოლომდე მიყვანილი. გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი. დიდია იმის ალბათობა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება დღეს მივიღოთ” – აღნიშნა ხულორდავამ.