“პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადაწევამ გააშიშვლა “ოცნების“ სურვილი – ნებისმიერი ფორმით ჩაებღაუჭონ ძალაუფლებას”- ჭიაბერაშვილი

,,ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პროპორციული სისტემის გადაწევით, ,,ქართული ოცნება“ ძალაუფლების მაქსიმალურად ჩაბღაუჭებას ცდილობს.

,,პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადაწევამ გამოაჩინა და გააშიშვლა ,,ქართული ოცნების“ ნამდვილი სურვილი, რომ ისინი ნებისმიერი ფორმით ებღაუჭებიან ძალაუფლებას. იციან, რომ მათ ხალხის ნდობა არ აქვთ და ამიტომ შემოაქვთ ისეთი სისტემა, რომელიც რამენაირად შეანარჩუნებინებს ძლაუფლებას. მათ ბონუსის ისეთი სისტემა უნდოდათ, რომელიც უსამართლო იყო. ბონუსის სისტემა საბოლოოდ ყველამ დაიწუნა, მათ შორის ვენეციის კომისიამაც. როგორც კი ბონუსის სისტემა არ გაუვიდათ, მათ გადაწყვტეს, რომ გადაწიონ პროპორციული სისტემის ამოქმედება 2024 წლისთვის”- აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება ბარიერის დაწევას. ოპოზიციის წევრს მიაჩნია, რომ ,ქართული ოცნება“ რაც უფრო მეტს დათმობს, უკეთესი იქნება.
“რაც უფრო მეტს დათმობს ,,ქართული ოცნება“და ეს დათმობა იყოს არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის, ჩვენ ამას არ შევეწინააღმდეგებით. ჯამში არც ბლოკების აკრძალვა და მაღალი საარჩევნო ბარიერი არ არის გამართლებული, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს ტოვებს ბევრ გაუნაწილებელ მანდატს და მის მითვისებას აპირებს პირველ ადგილზე გასული პარტია. მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ,,ქართული ოცნება“ იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს დაბალი. ამაში ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ზურაბ ჭაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხულოში ახალგაზრდა მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაიან კელი: რუსეთი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს, რომ ის ნატოს შეუერთდეს