პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლისთვის გადატანამ, კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხარა – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშის წარდგენის შემდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. მასში ნათქვამია, რომ ასამბლეა მიესალმება საქართველოს თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების საკითხზე.
თუმცა, ამავდროულად შეშფოთებას გამოთქვამს პარლამენტის არჩევის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების 2024 წლის არჩევნებამდე გადატანასთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განიხილოს საარჩევნო სისტემის მომავალ არჩევნებამდე შეცვლის შესაძლებლობა და ვენეციის კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სრულად შეასრულოს.
“ამ ქმედებამ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხარა,” – ნათქვამია რეზოლუციაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს შეხვდება
შემდეგი სტატიანატოს სამეკავშირეო ოფისის დელეგაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში