,,პროპორციული საარჩევნო სისტემა არის საზოგადოების დაკვეთა და აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი”

პროპორციული საარჩევნო სისტემა არის საზოგადოების დაკვეთა და აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა, სადაც მმართველი პარტია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პრეზენტაციას მართავს.

„ეს არის იმ სამართლიანი პროტესტის შედეგი, რასაც საზოგადოება არაერთი დღეა გამოხატავს. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის საზოგადოების დაკვეთა და აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. ამ პროცესში მმართველი პარტია არც ერთ ფორმატში არ უნდა დარჩეს მარტო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველა ფორმატში უნდა დავსვათ ის კითხვები, რომელიც ეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომოსიის დაკომპლექტების წესს და ა.შ. მე დღეს ვაპირებ თუ იქნება საშუალება ეს კითხვები დავსვა და რაც უფრო მალე შეთანხმდებიან პარტიები პროპორციული სისტემის რომელ მოდელს ირჩევს ქვეყანა, მით უფრო მეტი დრო დარჩება რომ არსებით საკითხებზე გაიმართოს მსჯელობა”,- განაცხადა სალაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ ვართ მოწოდებული, ხელი შევუწყოთ კონსენსუსის ჩამოყალიბებას, რათა ახალი საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად პარლამენტში 113 ხმა მოგროვდეს”
შემდეგი სტატიაპროპორციული საარჩევნო სისტემა არის საზოგადოების დაკვეთა და აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი