პროპორციული არჩევნები – საპროცედურო კომიტეტმა ოპოზიციის მიერ წარდგენილი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში წარდგენილი 200 ათასზე მეტი ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა. ხელმოწერები ოპოზიციამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით შეაგროვა. ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ოპოზიციის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებას გულისხმობს, რისთვისაც საყოველთაო სახალხო განხილვებია საჭირო. საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შექმნის საკითხი უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება. საბოლოოდ კი, ცვლილებებს კენჭს საშემოდგომო სესიაზე უყრიან.

რიგგარეშე სხდომაზე კენჭს უყრიან ასევე ზაქარია ქუცნაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხსაც. დეპუტატისთვის მანდატის შეჩერების საკითხს დღეს მხარი დაუჭირა საპროცედურო კომიტეტმა.

ზაქარია ქუცნაშვილმა წასვლის გადაწყვეტილება გავრილოვის პარლამენტში ვიზიტის შემდეგ მიიღო, როდესაც მოსახლეობამ ოკუპანტი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან მართლმადიდებლური საპარლამეტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანა გააპროტესტა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი – მთავრობისა და შსს-ს მხრიდან ერთი პოლიციელის დაკავება ჯოხის გადატეხვის მცდელობაა