პროპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია, იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი სრულად გაიზიარებს პასუხისმგებლობას

პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით იყო გუნდის პოლიტიკური კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ პროცესებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს პარლამენტში. მინდა, ​ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური კეთილი ნება, გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი.

იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი შეძლებს, სწრაფად, დროის დაუკარგავად განაგრძოს რეფორმები, რომლებიც განათლების სამინისტროში უაღრესად წარმატებულად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა