“პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის გამოწვევა თავისი არსით” – კობახიძე

“პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის გამოწვევა თავისი არსით” – ეს განცხადება, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. “ქართულმა ოცნებამ” კონსულტაციები დაიწყო.

კობახიძის შეფასებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უზრუნველყოფს პლურალისტული სპექტრის ჩამოყალიბებას.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის გამოწვევა თავისი არსით. საჭიროებს პროპორციული სისტემის სათანადო ფუნქციონირება ბუნებრივია პარტიული სისტემის განვითარებას. პოლიტიკური სისტემის მუდმივ განვითარებას და ეს არის ის პასუხისმგებლობა რომელიც ყველა ჩვენგანმა ერთად უნდა ავიღოთ პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდება პარტიული სისტემის სწრაფი განვითარება. უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალურად პლურალისტული სპექტრის ჩამოყალიბება შემდეგ პარლამენტში და საბოლოო ჯამში ამან ხელი უნდა შეუწყოს და უნდა დააჩქაროს ჩვენთან ის პროცესები რომელიც არის დაკავშირებული პარტიული სისტემის და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციასთან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიწისძვრა თბილისში – ეპიცენტრი ვაკე–საბურთალოს რაიონია
შემდეგი სტატიააფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნა