პროფკავშირები: გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.

როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ.

ამასთან, განცხადების თანახმად, მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. ისინი ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ. გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან.

პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს გერმანიის ელჩს, შიესწავლოს საკითხი და საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს სასწრაფოდ დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით, რადგან სწორედ შრომის სამინსტროსთან არსებული დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოა მათი გერმანიაში გამგზავრების ორგანიზატორი. არსებულ ვითარებას უნდა გაეცნოს საქართველოს შრომის ინპექციაც, რადგან საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება.

პროფკავშირების გაერთიანება თავის მხრივ მიღებულ ინფორმაციას რეაგირებისთვის პარტნიორ გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებას მიაწვდის“, – აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისასამართლოში ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიახმაური პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე