პროფკავშირები განცხადებას ავრცელებს

პროფკავშირები განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ.

„სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ პროფკავშირის მისამართით აგორებულ შავ პიარზე

„ძირითადი სამუშაო ერთეულების–ელექტრიკოსის და მორიგე ელექტრიკოსის ხელფასი ხელზე ასაღები შეადგენდა –2014 წელს შესაბამისად- 560 ლარს და 320 ლარს, 2016 წელს–656 ლარს და 320ლარს, 2019 წელს-656 ლარს და 320 ლარს;

ამონარიდი სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის 22.08.2014 წლის განმარტებითი ბარათიდან :

„აღსანიშნავია,რომ „სს ენერგო-პრო ჯორჯიას“მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადში და 2013 წლის აუდირებულ მოგება-ზარალის ანგარიშგებაში დაფიქსირებულია ხარჯი–„მენეჯმენტის მართვის საფასური“-15648000,00ლარის ოდენობით. მეტი სიზუსტისათვის აუდიტორის მიერ წარმოდგენილია განმარტებაც, რომ აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს „საკვანძო ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურების მუხლის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტს,რომელიც ჯამურად შეადგენს 16 789000,00 ლარს. აქვე აღნიშნულია, რომ საკვანძო ადმინისტრაციულ პერსონალში შედიან დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ფილიალის დირექტორები.შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული პირებისთვის შრომის ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული სს ენერგო-პრო ჯორჯიას მოგება-ზარალის „შრომის ანაზღაურების“ მუხლში,რომელიც 2013 წელს ჯამურად შეადგენდა 51812000.00ლარს.

2013 წლიდან დღემდე კომპანიის შემოსავლის გაზრდის პარალელურად, ალბათ გაზრდილია აღნიშნული ციფრი და სავარაუდოდ 15648000,00 ლარზე მეტია.

კადრების დენადობა 5%-ია, ანუ 300 კაცამდე. ნებისმიერი კომპანიისთვის ამდენი კვალიფიციური კადრის გადინება დიდი დანაკლისი და პრესტიჟის შელახვა იქნებოდა, კომპანიის განმარტებიდან კი ჩანს,რომ ეს მათთვის მხოლოდ მშრალი ციფრია.რაც შეეხება ვითომ არსებულ სარეზერვო სიას, ვეკითხებით-რატომ აქვთ ამდენი ვაკანსია?

ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება რომ არ ხდება ამას სემეკის პოზიციაც ადასტურებს.

სემეკი ტარიფის განხილვისას ყოველთვის მიუთითებდა კომპანიას, რომ დაეფიქსირებინა ფაქტიური ანაზღაურება ზეგანაკვეთური შრომის , რაც აისახებოდა შემდგომ ტარიფში და რასაც კომპანია არასოდეს აფიქსირებდა.

2018 წლის უბედურ შემთხვევათა რიცხვიც კომპანიაში დასაქმებულებისგან მიღებული ინფორმაციაა და ადვილია ოფიციალური ინფორმაციის მოძიებაც შესაბამისი ორგანოდან.არადა უხერხულია აქ გვარების ჩამოთვლა.

თქვენს მიერ წინა წლებში ეტაპობრივად გაუქმებული იქნა შრომის უსაფრთხოების ინჟინრის შტატები-70- დან დატოვეთ 17 და შესაბამისად ადგილებზე შესუსტდა მონიტორინგი შრომის უსაფრთხოებაზე. მხოლოდ 2018 წელს, პროფკავშირის აქტივობის შემდეგ შეიქმნა უსაფრთხოების დეპარტამენტი“, – აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძემ, როგორც იურისტმა და პოლიტიკოსმა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამართული დებატები პირწმინდად წააგო
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე თოვლში ჩარჩენილი მგზავრები უკვე გამოიყვანეს