პროფილაქტიკისთვის დღეში ერთი ცალი ასპირინის მიღებას მეცნიერები არ გირჩევენ

ხანშიშესულ ადამიანებს ყოველდღიურად ერთი აბი  ასპირინის მიღების რეკომენდაციას  ბევრი ექიმი აძლევს ,მაგრამ ახალი კვლევებით დადგინდა, რომ ამან შესაძლებელია, ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს-ამის შესახებ ინფორაციას “ბიბისი” ავრცელებს

დადასტურებულია, რომ მათთვის, ვინც ინსულტი ან ინფარქტი გადაიტანა, ასპირინის ყოველდღიური დოზა სასარგებლოა, მაგრამ ახალი კვლევებით აღმოჩნდა, რომ 70 წელზე მეტი ხნის პირებში ასპირინმა, შესაძლებელია გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის შიდა სისხლდენები.
“ბიბისის” ინფორმაციით, ბრიტანელი ექიმების რჩევით, სანამ ასპირინის ყოველდღე მიღებას დაიწყებთ, ექიმებთან კონსულტაციები გაიარეთ.
ასევემ არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც ასპირინი კიბოს შველის. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა ჩატარდა, თუმცა ფაქრი ჯერ-ჯერობით არ დადასტურებულა.

banner
წინა სტატიაშირეკეტი სახელმწიფოს სახელით – ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით სკანდალური ჩანაწერები ვრცელდება
შემდეგი სტატიატრამპის მიერ უზენაეს მოსამართლედ წამოყენებულ კავანოს სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს