პროფესორი, რომელმაც ტრამპის გამარჯვების პროგნოზი გააკეთა, მის იმპიჩმენტს წინასწარმეტყველებს

11ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ალან ლიხმანი, რომელმაც დონალდ ტრამპის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, ახლადარჩეული პრეზიდენტის იმპიჩმენტს პროგნოზირებს – The Washington Post-ი წერს.
ლიხმანის თქმით, ტრამპს კონგრესი გადააყენებს, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. პარტიის მაღალჩინოსნები, მისი თქმით, ტრამპს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსით ჩაანაცვლებენ, რომელსაც რესპუბლიკელები ენდობიან.

ალან ლიხმანი ამერიკელი ისტორიკოსი და პოლიტოლოგია. განთქმულია იმით, რომ ცხრაჯერ ზედიზედ იწინასწარმეტყველა აშშ-ს პრეზიდენტები.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ტრამპის წინააღმდეგ აქციის 150 მონაწილე დააპატიმრა
შემდეგი სტატიათურქულმა არმიამ 18 ისლამისტის განადგურების შესახებ განაცხადა