პროფესორი ნინო დობორჯგინიძე: მზად ვარ, თავდებში დავუდგე ნინო დათაშვილს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე წერს, რომ მზად არის, დაკავებულ პედაგოგს, ნონო დათაშვილს თავდებში ჩაუდგეს.

ლექტორი, რომელიც სამოქალქო აქტივისტს წლების წინ, ლექციებს უკითხავდა, აღნიშნავს, რომ დათაშვილისთვის, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მის აბტურიენტ შვილთან იყოს:

ნინო დათაშვილი ჩემი სტუდენტი იყო, მერე – თანამშრომელი. სტუდენტობიდანვე დაიწყო ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში მუშაობა კვლევის ასისტენტად, პარალელურად მცირეწლოვან შვილს ზრდიდა.

წელს ნინოს შვილი აბიტურიენტია. ძნელი წარმოსადგენია, რა იქნება მისთვის ამ პირობებში გამოცდებზე გასვლა.

მზად ვარ, თავდებში დავუდგე ნინოს, რომ მან მოახერხოს ასეთ მნიშვნელოვან დროს შვილის გვერდით ყოფნა”- წერს დობორჯგინიძე.

აქტივისტსა და მასწავლებელს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს, 21 ივნისს შეუფარდეს – გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ნინო კეპულაძემ ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ კი პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა.

ნინო დათაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნინო დათაშვილი მანდატურს ძალის გამოყენებით გაყავს.

ნინო დათაშვილს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

მასწავლებელი გუშინ, 20 ივნისს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: მოწამვლის ვერსია სპექტაკლი აღმოჩნდა!-სკანდალი გრძელდება
შემდეგი სტატიაამერიკულმა B-2 Spirit-ებმა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბეს – აშშ ომში ჩაერთო