პროფესორი მოსამართლეებს და ჩინოსნებს ამხელს!

„თაიმერი“ გთავაზობთ ყოფილ პატიმართან, ჯიმშერ ჩაჩიბაიასთან ინტერვიუს მესამე ნაწილს.
შეგახსენებთ, რომ „თაიმერმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინტერვიუს პირველი და მეორე ნაწილი სადაც ჯიმშერ ჩაჩიბაიას საუბრობს იმ კანონდარღვევებზე, რასაც მისი და მისი ვაჟის წინაზე ჰქონდა ადგილი.
ცოტა ხნის წინ ბატონი ჯიმშერი შვიდწლიანი, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ იქნა და მან, საქართველოს რეალობაში პირველმა და პირველად მოიგო პროცესი, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტში.
ჯიმშერ ჩაჩიბაია და მისი ვაჟი ელიზბარ ელიზბარაშვილი, ბავშვობიდან ინვალიდი, დიაბეტით დაავადებული, დაკავებულ იქნენ 2010 წელს. მამა-შვილს, რომლებიც სასტიკად აწამეს, სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მძევლად აყვანის, უკანონო იარაღის მუხლებით.
ჯიმშერ ჩაჩიბაია:
_ საქალაქო სასამართლოში ჩვენ განაჩენი მარინა ცერცვაძემ გამოგვიტანა, ის მუშაობდა ახმეტაში, გურჯაანში, მოსამართლედ, გაასამართლა რვა პოლიტიკური პატიმარი. ისმის კითხვა – თუ ცერცვაძის მიერ გასამართლებული რვა ადამიანი პოლიტიკური პატიმარია და რაკი პარლამენტარებმა აღიარეს, გამოდის რომ არიან, მაშინ მარინა ცერცვაძე რატომ არის დღეს თელავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე?
ცერცვაძეს 2019 წელს, ოქტომბერშო უმთავრდება ვადა და მე დარწმუნებული ვარ გვენეტაძე მასაც გაუგრძელებს ვადას, ისე, როგორც ყველა მსგავს ჯალათს გაუგრძელა. ე.ი. სააპელაციო სასამართლოში ლომთაძე 2020 წლამდე იქნება, ხოლუაშვილს ვადა 2016 წელს დაუმთავრდა ვადა 2019 წლამდე გაუგრძელა ვადა გვენეტაძემ.
გადავიდეთ უზენაეს სასამართლოზე, სილაგაძე, შავლეიშვილი, ოშხარელი. ოშხარელი 2016 წელს წავიდა, ახლახანს დანიშნეს საერთიო სასამართლოებში კონსულტანტად. როგორც დავადგინე უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე არსებობს მხოლოდ ერთი კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის სამი მოსამართლე – სილაგაძე, შავლეიშვილი, გვენეტაძე. ჩვენ შევიტანეთ ორი შუამდგომლობა საქმის გადასინჯვის მოთხოვნით, შუამდლომლობას თან დავურთეთ ექსპერტიზის უამრავი დასკვნა. სააპელაციო სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ, პირველი შუამდგომლობის განხილვაზე უარი თქვეს. ისინი გვწერენ, რომ ექსპერტიზის დასკვნები სასამართლოსთვის ჩვენ, თურმე, უნდა წარგვედგინა 2010 წელს, პირველ სასამართლო სხდომაზე და ეს არ არის ახლადგამოვლენილი გარემოებაო. უზენაეს სასამართლოში ამ „დასკვნას“ ხელს აწერს გვენეტაძე. კითხვა – როგორ გადასინჯავს სილაგაძე და შავლეიშვილი მათივე გამოტანილ ფალსიფიცირებულ განაჩენს?
200 პოლიტიკური პატიმარია საქართველოში, ყველამ გაიარა უზენაესი სასამართლო, ყველა პოლიტპატიმრის საქმის გადახედვაზე იმ მოსამართლეებმა თქვეს უარი, რომლებიც დღესაც მოსამართლეები არიან.
_ მინდა შეგახსენოთ უკვე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენა ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანასო.
_ წულუკიანი იურისტი იყო ოპოზიციაში ყოფნის დროს, იურისტი იყო ალასანიას პარტიაში როცა იყო, იურისტი იყო მინისტრად რომ დანიშნეს (თუმცა იყო იქ რაღაც გარკვეული წინააღმდეგობები და ამიტომ ჩამოაშორეს პროკურატურას), იურისტი იყო იმ დროსაც, როცა ალასანიას პარტიია (მე ვფიქრობ არა მხოლოდ თანამდებობის გამო) დაგმო (უარყო) და იურისტი ჰქვია დღესაც. არავინ დაუსვა კითხვა რატომ არ დაიანგარიშა წულუკიანმა ოპოზიციაში ყოფნის დროს ძვირი დაჯდებოდა თუ იაფი სამართლიანოს აღდგენა? რა გამოდის ახლა? ის ან არაპროფესიონალია, ან შეგნებულად გვატყუებდა, ხომ? სხვა ახსნა არის?
_ არ ვიცი…
_ მე ვიცი! დიახ, შეგნებულად, მიზანმიმართულად, გვატყუებდა და ეს მატყუარა დღმედე „ქართული ოცნების“ სახე და ჩვენი ქვეყნის იუსტიციის მინისტრია! გავაგრძელოთ თემა: შეიძლება გახსოვთ ვაჟა ფუხაშვილი.
_ დიახ, შევარდნაძის დროს იყო პროკურორი, შემდეგ სასამართლო რეფორმის შედეგად მოსამართლე.
_ დიახ. ვაჟა ფუხაშვილი ჯალათებს ფეხზე ამდგარი და საქართველოს სახელით უკრავდა ტაშს. გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა დაადგინა, რომ ჩვენს მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი. შევიტანე სასამართლოში შუამდგომლობა ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, ვაჟა ფუხაშვილმა იმის ნაცვლად დაენიშნა ექსპერტიზა, გვითხრა – სხვა რამეზე იფიქრეთო. დღეს ვაჟა ფუხაშვილი მიმალულია მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლედ, გამოიცვალა სახელი და გახდა მორის ფუხაშვილი. ეტყობა ჰგონია, დაიმალება. დალი მეტრეველს, რომელმაც ხუთ პოლიტიკურ პატიმარს გამოუტანა განაჩენი, მათ შორის, საცოდავ ფოცხვერიას, უფლებამოსილება დაუმთავრდა 2016 წელს, გვენეტაძემ გაუგრძელა ვადა და დანიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შემდეგი მაკა გველესიანი. მან არც კი შეხედა მტკიცებულებებს, ისე დაგვაკავა. თბილისის საქალაქო სასამართლოშია დღეს ეს მოსამართლე-ჯალათი. ერთადერთი ჯუღელი არაა დღეს მოსამართლე, ისიც იმიტომ, რომ ამერიკაში მოითხოვა თავშესაფარი.
_ გადავიდეთ ექსპერტიზებზე და მტკიცებულებებზე.
_ ჩვენ გაგვასამართლეს, მძევლად აყვანის, ნარკოტიკებისა და ვაზნების გამო.
_ 30 წელი გქონდათ მისჯილი, 7 წლის შემდეგ გამოდით. რა გახდა მოტივი?
_ შეეშინდათ, იმიტომ რომ ჩვენ გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა გვცნო რეჟიმის მსხვერპლად. საქართველო არასდროს არ ყოფილა ცნობილი როგორც ჯალათი სახელმწიფო, ეს მოხდა პირველად.
_ არა ერთი პატიმარი სცნეს წამების მსხვერპლად…
_ არა, მე ვამბობ გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ, არასდორს გაეროს კომიტეტს მსგავსი დასკვნა არ დაუდია. 2012 წელს – ყირგიზეთი, 2011 წელს კი რუსეთი, 2017 წელს გამოიტანეს საქართველოს წინააღმდეგ, გენერალური ანსამბლიის შემდეგ იხტუნაოს წულუკიანმა, რაც უნდა ის გააკეთოს. პირველი შემთხვევაა ეს, თორემ ევროსასამართლომ სულხან მოლაშვილი სცნო.
_ კომპესაციასაც მოითხოვთ ალბათ, მიიღებთ თუ არა ეს სხვა საკითხია…
_ ამათ შეიტანეს ცვლილება კანონში, ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 57-ის თანახმად ჩვენ სარჩელი შეგვაქვს სასამართლოში და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს კომპესაციის რაოდენობა. ე.ი. გაერთიანებული ერების წამების წინააღმდეგ კომიტეტმა 2012 წელს გამოსცა მესამე დამატება, რომლის თანახმადაც კომპესაცია მხოლოდ ფულის გადახდას არ ნიშნავს, კომპესაცია გულისხმობს ყველა დეტალს, ხარჯსაც და მორალურ ზიანსაც. სასამართლო იყო 27-ში ჩანიშნული, მაგრამ ჩვენ რატომღაც შეგვეშალა დრო ვერ გამოვცხადდით, ამიტომ პროცესი იანვარში გადაიტანეს, მოპასუხე არის ფინანსთა სამინისტრო.
_ მაგრამ თუნდაც აიღოთ კომპესაცია, რეაბილიტაცია მაინც არ მოხდება.
_ რეაბილიტაცია რომ მოხდეს გამოძიება უნდა ჩაატარონ და გამოძიებას არ ატარებენ. 8 ნოემბერს გავუგზავნე იბრაგიმ სალამას განცხადება… საქმის მასალებში არის „დოკუმენტი“, რომ 2007 წლის 12 ივნისს მე ფარულად გადამიღეს. 2012 წლიდან ვცდილობდი თბილისის საქალაქო სასამართლოდან მომეპოვებინა დისკები, სადაც წესით უნდა ყოფილიყო ჩაწერილი ჩემი დანაშაულის დამამტკიცებელი მოვლენა. თითო ჩანაწერს აქვს 2 დისკი, 8-ჯერ მოგვწერა სასამართლომ, დისკი, რომელზედაც თქვენ ხართ ჩაწერილი არ იკითხება, არ იხსნება და მასზე არანაირი ინფორმაცია არააო. მეორე დისკი გამოგვიგზავნეს. დავნიშნეთ ექსპერტიზა, ორი ექსპერტიზაა ჩატარებული დისკზე, რომელიც იკითხება, მე მსურდა იმ დისკზე ჩაგვეტარებინა ექსპერტიზა, რომელზედაც მე ვარ, მაგრამ რატომღაც ადვოკატმა სხვა დისკი გამოითხოვა…
_ გატყუებდათ ესე იგი.
_ დიახ, 2014 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა ექსპერტიზა და ადვოკატმა ისევ სხვა დისკები გამოითხოვა.
_ თქვენ ამ დროს ციხეში იყავით.
_ დიახ. 2015 წლის მარტში დავადგინე რომ სულ სხვა დისკები იყო ექსპერტიზისთვის წარდგენილი. 2010 წელს ერთ-ერთ დისკზეა ჩატარებულია ექსპერტიზა, სადაც ჩემი 16 ფოტოა განთავსებული. ეს პირადი სურათები მოსამართლის ბრძანების გარეშეა ამოღებული. ექსპერტი ამტკიცებს რომ მე ვარ ამ სურათებზე, რომელიც თურმე 2007 წელსაა გადაღებული. იგივე ექსპერტი ლაშა ამბროლაძე უკვე 2015 წლიდან საბოტაჟითაა დაკავებული. 2014 წელს დავიწყეთ ექსპერტიზა და დასრულდა 2016 წელს, სხვა ექსპერტმა დაასრულა. ამბროლაძე ხან ავად იყო, ხან ნაბახუსევი, ხან პროგრამული უზრუნველყოფა იყო გაფუჭებული.
_ რატომ გაწელა ასე?
_ ჩვენ გვქონდა მათთვის არასასურველი კითხევბი დასმული: შევდივარ თუ არა ინტერნეტკლუბში, ვჯდები თუ არა კომპიუტერთან, რას ვაკეთებ და ა.შ. დასრულებული ექსპერტიზით როგორც აღმოჩნდა დისკი არ იკითხება! ამიხსნას ვინმემ, როგორ ჩაატარეს 2010 წელს ექსპერტიზა ამ დისკზე და როგორ დაადგინეს რომ თურმე მე ვარ დისკზე ჩაწერილი? ამის გარდა ექსპერტიზებით დამტკიცდა, რომ მეორე დისკზე არის 30 წუთი ჩაწერილი და მას 48 წყვეტა აქვს. პროკურატურამ გაასაღა სოდ-ის ორი თანამშრომელი რიჟამაძე და გრძელიშვილი, მოწმედ, რომ მათ გადაიღეს ფირი. რა დამტკიცდა? ორივე დაკითხეს იმ დღეს (2007 წელს) როდესაც ჩატარდა გადაღება, ექსპერტიზის თანახმად დისკის გადაღება მთავრდება 20:45, დისკზე ისმის ხმა 18:45. ანუ, თუკი ესენი 16:00 საათიდან 19 საათამდე იძლეოდნენ ჩვენებას (რაც მათივე წარმოდგენილი დოკუმენტითაა დადასტურებული), მაშინ ვინ გადაიღო ფირი? ეს ხომ აშკარად სიყალბეა!? 2017 წლის 9 აპრილს და 12 მაისს ჩვენთან მოვიდა პროკურორი, მე მას ვაჩვენე ყველა ექსპერტიზა, მეუბნება დრო დაავიწყდათო.
_ ეს როგორ?
_ რა ვიცი, სხვას წერენ „გადამღებები“ ჩვენებაში, დისკზე სხვა დროა მითითებული.
_ 48 წყვეტის შესახებ რას ამბობენ?
_ ჩვენ ვიკითხეთ თიშავდნენ თუ არა გადაღების დროს კამერას, მოწმეებმა გადანცხადეს, რომ არ თიშავდნენ კამერას. უწყვეტი კადრი გადავირეთო.
_ აბა 48 წყვეტა საიდან?
_ არ ვიცი, ან რა უნდა ვთქვა ასეთ შემთხვევაში? ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს რომ ამ ჩანაწერებში არც მე ვარ და არც ჩემი შვილი. მეორე დისკი კი არის მონტაჟის გზით მიღებული.
_ რაც ეხება კომპიუტერულ ექსპერტიზას?
_ ჩვენ დაგვაბრალეს, რომ სამში გავხსენით საფოსტო ყუთი mail.ru- ზე, საიდანაც გავაგზავნეთ გამოძალვის შესახებ წერილი. მეორე წერილი, ასევე გამოძალვის შესახებ, გავაგზავნეთ რვაში, დადიანის 34-ში. 11-ში დავათვალიერეთ ფოსტა, მაგრამ mail.ru- ზე გახსნილი ფოსტის წერილები დაგვითვალიერებია სხვა ბრაუზერზე გახსნილი სხვა ფოსტიდან. ეს როგორ ხდება მე არ ვიცი, თქვენ?
_ არა, მსგავსი არ გამიგია.
_ შეუძლებელია ასეთი რამ. მოკლედ, 11-ში დავათვალიერეთ, 12-ში თურმე მე და ჩემმა შვილმა გავაგზავნეთ წერილი. თურმე 8-ში წერილი გაგზავნილია დილით რვა საათზე და არა იმ დროს (20:00სთ) რასაც ესენი ამბობენ, 11-ში არის გაგზავნილი, გახსნილი და წაკითხული, მაგრამ პროკურატურის მასალებში არსად დევს ეს წერილი, არავინ იცის მისი შინაარსი. ესენი გვაბრალებენ რომ მეორე წერილი გავაგზავნეთ 12:43 საათზე, ექსპერტიზა იძახის 15:48 საათზეა გაგზავნილიო. იმ აიპი მისამართში, რომელიც არის წერილში მითითებული, მოჭრილია გაგზავნის თარიღი, დრო და ასე შემდეგ, ეს ექსპერტიზამ დაადასტურა. წერილები თურმე მოიპოვა ვინმე ბანძელაძემ და გურგენიძემ. როგორც ექსპერტიზით დადგინდა მათ არ შეეძლოთ ამოებეჭდათ ეს წერილები, რადგან ყველა წერილი ამობეჭდილია სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა დროს. მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა (12 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს გასამართლებული), 12 ივნისს გასცა ბრძანება საფოსტო ყუთის ამოღებაზე და ა.შ. პირველი წერილი არის ამობეჭდილი 7-ში, ანუ არაკანონიერად. ამ მტკიცებულებებს არ ღებულობს გვენეტაძე! ეს არ არის მტკიცებულებაო, – ასე აცხადებს უზენაესი სამსამართლო.
ასევე: ჩვენ თითქოს 12-ში და 17-ში წავშალეთ ფოსტაზე წერილები. ბანძელაძის პატაკში მითითებულია აიპი მისამართები და ასევე კავკასუს ონლაინიდან გამოთხოვილია აიპი მისამართები თუ სად იყო ფიქსირებული. ჩვენ მივწერეთ კავკასუს ონლაინს, როგორ დაადასტურეს მონაცემები? დღემდე არა გვაქვს პასუხი. ჩვენ ვამტკიცებთ რომ კავკასუს ონლაინმა ყალბი ინფორმაცია გასცა, მაგრამ…
ჩვენ პროკურატურის წინააღმდეგ შევიტანეთ ადმინისტრაციული სარჩელები. პირველი: 2010 წელს დაკავებამდე დეპატრამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა, რომელიც ამ დროს იყო საერთაშიორისოს უფროსი, აშშ-ში გააგზავნა წერილი რათა დადგენილიყო იაჰუზე რომელი აიპი მისამართებიც იყო მითითებული, ამ მისამართებიდან ვინ გააგზავნა წერილები. მოსამართლე არევიძეს აქვს გაცემული ბრძანება. შტატებიდან დღემდე არა აქვთ მიღებული ამ კითხვებზე პასუხი. ანუ, არავინ იცის ვინ დაარეგისტრირა საფოსტო ყუთები, ვინ გააგზავნა წერილები და ამ დროს ჩვენ გვაბრალებენ ეს თქვენ გააკეთეთო. ჩვენ შევიტანეთ მეორე სარჩელიც და ორივე მოვუგეთ პროკურატურას. დიდი მადლობა მოსამართლეებს ქეთევან მინაშვილს და ხატია არდაზაშვილს. უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა პროკურატურამ, მთელი წელიწადნახევარი დადიოდნენ სასამართლოში. ჩვენ გადმოგვცეს დოკუმენტები – საფოსტო ყუთების რეგისტრაციის ანკეტები, გადმოგვცეს წერილები, როგორ მოიპოვეს აიპი მისამართები. პროკურატურამ იმის ნაცვლად რომ გასცეს კონკრეტულ კითხვებს პასუხი, სასამართლოს გამოუგზავნა საბრალდებო დასკვნა, ამის გარდა მოვითხოვე ამოცნობის ოქმი, რომელიც ვერ წარმოადგინეს, იმიტომ რომ მსგავსი ოქმი არ არსებობს. ვიდრე დეტალურ პასუხებს არ გასცემენ ჩემს კითხვებს, მანამდე არ დავანებებ პროკურატურას თავს, მესამე სარჩელიც შევიტანე.
_ რას აპირებთ?
_ გაეროს აქვს რამდენიმე კომიტეტი, ყველა დოკუმენტს, რაც ხელთ მაქვს, შევიტან ადამიანის უფლებებს კომიტეტში. ჩვენ ციხეში ვიყავით არაკანონიერად, მაგრამ ციხეშიც არაკანონიერად ვყავდით გამოკეტილი არასათანადო პირობებში. სუბარმა გამოგვკეტა საკანში, რითაც კანონი იქნა დარღვეული, მას არ ქონდა უფლება ჩვენი გამოკეტვის. 7 წელი დახურულ სისტემაში გვაწამეს, გავაგზავნი ამ საბუთებს და ვნახოთ ვინ მოიგებს.
_ როგორც მახსოვს სუბარს თავის დროზე როცა სახალხო დამცველი იყო თქვენს საქმეზე დასკვნა აქვს გაკეთებული და საპარლამენტო მოხსენებაში შეტანილი. რით აიხსნება ასეთი სახეცვლილება?
_ ჩვენ გადაგვიყვანეს ქსანში, საიდანაც გაზეთებში დეტალურად დავწერეთ რა ხდებოდა ციხეებში, როგორი ანტისანიტარია იყო, როგორ გვპარავდნენ პირველადი მოხმარების საგნებს, დოკუმენტებს და ა.შ. მაშინ ქსანში იყო დირექტორი არობელიძე, მან დაწერა წერილი, რომლის მოპოვებაც დღემდე ვერ შევძელით და ამ წერილის საფუძვეკლზე, იმის გამო რომ პრესას მივმართეთ, დაგვსაჯეს. არ გვაძლევენ დოკუმენტს, რის საფუძველზე ჩაგვკეტეს, საიდუმლო ინფორმაციაოო გვითხრეს. რეალურად რა მოხდა: ჩვენ რომ სტატია გამოვაქვეყნეთ გაზეთში, მოიყვანეს ვიღაც ქათამი, რომელმაც დაიწყო ყვირილი რატომ გამოაქვეყნეთ სტატიებიო, უცებ გვტაცეს ხელი და გლდანში გადაგვიყვანეს, გამოგვკეტეს იქ. და არავინ მოსთხოვა ჩინოსნებს პასუხი, რატომ პარავდნენ პატიმრებს კვებას, პირადი ჰიგიენის ნივთებს, ჩვენი სტატიების შემდეგ დაადეს ამ მასალებს საიდუმლო გრიფი…

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მასშტაბით სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები და საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიააშშ-მ 10 ,,კანონიერ ქურდს,, სანქციები დაადო (სია)