პროფესორ-მასწავლებლები – ვგმობთ ხელისუფლების მზარდ სიხისტეს

პროფესორ-მასწავლებლები პეტიციას ავრცელებენ და მთავრობას მოუწოდებენ, რომ უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე. პროფესორ მასწავლებლები აცხადებენ, რომ შექმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია.

გარდა ამისა, პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის.

“შეშფოთებას გამოვთქვამთ და ვგმობთ ხელისუფლების მზარდ სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ. აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღეს, ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო. ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის. ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს არ უწყობს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გაცხადებული ფასეულობების დამკვიდრებას და გარდაუვლად ზრდის დასავლური პარტნიორების სკეპტიციზმს”, – ნათქვამია პეტიციაში.

banner
წინა სტატიაშიეთო ბუზიაშვილი – საქართველოს დემოკრატია საფრთხის ქვეშაა
შემდეგი სტატიასაია – სამართალდამცავებმა “ენმ”-ს ოფისში წიწაკის სპრეი კანონის დარღვევით გამოიყენეს