პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა განცხადებას ავრცელებს

პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ღვაწლმოსილი პროფესორის დამსახურებებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ჩახუნაშვილის დაკავება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ღვაწლმოსილი ექიმის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და აკადემიკოსის, მთელი საქართველოსათვის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ექიმის, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის პედიატრისა და კარდიო-რევმატოლოგის, ბატონი გიორგი ჩახუნაშვილის დაკავება.

ბატონი გიორგი, სამედიცინო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ფასდაუდებელია მისი წვლილი ქვეყანაში პედიატრიისა და ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგიის მიმართულებების განვითარებაში.ძალიან დიდია, მის მიმართ, იმ უამრავ პაციენტთა სიყვარული და მადლიერებაც, რომელთა ჯანმრთელობაზეც ბატონი გიორგი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე თავდაუზოგავად ზრუნავდა.

იმედს გამოვთქვამთ, უახლოეს პერიოდში, საზოგადოებისათვის მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, – ნათქვამია განცხადებაში.

აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაია: ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ნურავინ ელოდება იმას, რომ ის, ვინც უკვეთავს, ახალისებს ძალადობასა და უბედურებას ქვეყანაში, მეორე დღეს გამოვა და ამ ყველაფერს გაემიჯნება