25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

პროფესორ არჩილ ჩხოტუას ხელმძღვანელობით საქართველოში უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩატარდა

ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 18 წლის პაციენტს, რომელსაც დაბადებიდან ურთულესი თანდაყოლილი მანკი ჰქონდა, მრავალეტაპიანი მკურნალობის შემდეგ დედის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. ოპერაცია ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დარგის დირექტორმა, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ ჩაატარა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს ბავშვობიდან არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა თირკმლებსა და საშარდე სისტემაზე, თუმცა დაავადება პროგრესირდა, რის შედეგადაც თირკმლის უკმარისობა განუვითარდა და დიალიზზე აღმოჩნდა.

ცენტრში მიმართვის შემდეგ ექიმებმა სამეტაპიანი პლასტიკურ-რეკონსტრუქციული მკურნალობის გეგმა შეიმუშავეს, რომლის საბოლოო ეტაპსაც თირკმლის ტრანსპლანტაცია წარმოადგენდა. მკურნალობის პროცესში გამოყენებული იყო შარდის ბუშტის რეკონსტრუქციის ორიგინალური, მოდიფიცირებული ოპერაციული ტექნიკა, რის შემდეგაც პაციენტს დედის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს.

კლინიკის ცნობით, გადანერგილმა თირკმელმა ფუნქციონირება საოპერაციო მაგიდაზევე დაიწყო, ხოლო პაციენტი უკვე მეორე დღეს დიალიზიდან მოიხსნა. ამჟამად ის კლინიკიდან გაწერილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არის ფიზიკურად და სოციალურად აქტიური, მუშაობს და მომავალში ოჯახის შექმნასაც შეძლებს.

უროლოგიის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მსგავსი სირთულისა და ტიპის ოპერაცია საქართველოში პირველად ჩატარდა. არსებული მონაცემებით, ეს პირველი შემთხვევაა როგორც მთელ რეგიონში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეშიც.

banner
წინა სტატიაშისაწვავის დეფიციტის გამო რუსეთში მაღაზიებს რძის პროდუქცია შეფერხებით მიეწოდება
შემდეგი სტატიავენესუელაში 8-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა კაცი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს