პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე

პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა. განათლების მინისტრმა ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამ სფეროს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის. შესაბამისად, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება მედიცინის აკადემიური პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, 70 წელს ზემოთ ადამიანები მაქსიმალურად დარჩნენ სახლში
შემდეგი სტატიათიბისი – მსოფლიოში საუკეთესო ბანკი სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის