პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 2030-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე დაიღუპა

ხანდას ხეობაში ტრაგიკულად დაიღუპა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე.

ზვიადი ხადას ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა.

მისი ცხედარი მაშველებმა დღეს, გამთენიისას იპოვეს.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა და მამაკაცის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვრდა, მისი ამოღების მცდელობისას მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი” კოლეგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებს უსამძიმრებს.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონის სოფლები დაისეტყვა
შემდეგი სტატიადუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა