პროფესიული გადამზადების პროგრამაზე – „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები ხორციელდება.

დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცხადდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. სწავლა მიმდინარე წლის პირველ მარტს დაიწყება.

პროგრამაში ჩართვის აუცილებელი მოთხოვნებია:

• ასაკი მინიმუმ 18 წელი;
• ქ. თბილისში რეგისტრაცია;
• საბაზო განათლება;

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს – www.dasakmdi.ge.

საკონტაქტო პირი: 593 61 66 70

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხის მხარდაჭერისკენ “ევროპელ სოციალისტებმა“ თავი შეიკავეს
შემდეგი სტატიაევროპის უნივერსიტეტის” ონლაინ ზამთრის სკოლის მონაწილეებს კარლ ჰარცელი, არჩილ თალაკვაძე და დავით ზალკალიანი მიმართავენ