„პროფესიონალია თავისი საქმის ” – “ქართული ოცნების” წევრი სუს-ის უფროსის მოადგილედ КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება

“არ ვფლობ ინფორმაციას” – ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ ხუბულურის პასუხი კითხვაზე – ინიშნება თუ არა სუს-ის უფროსის მოადგილედ საბჭოთა КГБ-ს მაღალჩინოსანი შენგელი ფიცხელაური. „ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის ინფორმაციას არ ფლობს, მიესალმება ფიცხელაურის სუს-ში დანიშვნას, რადგან ის პროფესიონალი კადრია.

„გადასარევი ბიჭია, პროფესიონალია თავისი საქმის და გამოცდილება აქვს ძალიან დიდი,“-განაცხადა თენგიზ ხუბულურმა.

არსებული ინფორმაციით შევარდნაძის დროინდელი ოდიოზური სამართალდამცველი ძალოვან უწყებაში ბრუნდება.

შენგელი ფიცხელაურს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1976 წლიდან ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამმართველოში სხვადასხვა პოზიციებზე. 1991 წლიდან ფიცხელაურმა იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა. იყო ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე. შენგელი ფიცხელაურს შევარდნაძის მთავრობის დროს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. ის ასევე არის სპორტსმენი ძიუდოისტი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი სასტუმრო „ ამირანის“ სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა
შემდეგი სტატიათელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს