3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

“პროფესიონალი სამხედროები მირჩევდნენ, რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მე ბრძანება გავეცი”- ტრამპი

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სამხედრო ელიტაში აზრთა სხვადასხვაობა იყო:

ტრამპის თქმით, ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა მას პირდაპირ უთხრა, რომ ოპერაციაში მონაწილე პირებისთვის საფრთხე იმაზე დიდი იყო, ვიდრე მისაღები შედეგი.

„პროფესიონალი სამხედროები მირჩევდნენ, რომ ეს არ გაგვეკეთებინა“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

ტრამპმა დააზუსტა, რომ თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და გენერალური შტაბის უფროსი დენ კეინი თავიდანვე მხარს უჭერდნენ მისიას.

პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ რამდენიმე ვერტმფრენი ირანელების ცეცხლის ქვეშ მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ გენერალმა კეინმა მონაწილე ჯარისკაცების რაოდენობის გასაიდუმლოება სთხოვა, ტრამპმა მაინც გაამხილა: „ეს იყო ასობით ჯარისკაცი“.

„მითხრეს, რომ ეს ძალიან სახიფათო მისიაა. არ უთქვამთ, რომ ეს სულელური მისიაა, უბრალოდ რისკი იყო უზარმაზარი“, — განმარტა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი: სხვა რა უნდა მოხდეს, რათა ყველა მიხვდეს, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია?
შემდეგი სტატია“25 ოჯახი მდიდრდება, საშუალო ფენა კი გაქრა!” – ფილფანი „ოცნებას“ მოქალაქეების “გაძარცვასა” და გადასახადების გასამმაგებაში ადანაშაულებს