2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

,,პროპაგანდას ემსახურებოდა” – კობახიძე ჟურნალისტ გურამ როგავას წასვლაზე

“იშვიათია ამგვარი აღიარების მოსმენა, რომ ადამიანი ჟურნალისტიკას კი არა, პროპაგანდას ემსახურებოდა. დასაფასებელია”,–  წერს  შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ, 19 თებერვალს,  ჟურნალისტმა გურამ როგავამ TV ფორმულა დატოვა, ამის შესახებ მან ,,ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
 “ეს იქნება ჩემი ბოლო ეთერი „ფორმულაზე“ და დღევანდელი გადაცემით, სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ფორმით და ყველგან გავაგრძელებ. აქამდეც ძალიან აქტიური კონტაქტი მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, ოლიგარქის დანაშაულებრივი რეჟიმის მხილების მიზნით და ამ ძალისხმევას მომავალში კიდევ უფრო გავააქტიურებ. უკვე მივეცი ჩვენება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიას, ქიმიური მოწამვლის საქმეზე, ასევე ვითანამშრომლე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ ასევე კონკრეტულად ჩემზე თავდასხმის შესახებ ის მტკიცებულებები გადავეცი, რომელიც ადასტურებს, როგორ აკანონებს „ქართული ოცნების“ კრიმინალური მმართველობა განუკითხაობას, დაუსჯელობას, როგორ ცდილობს კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები ჩამოართვას, მათ შორის – გამოძიების უფლება”,– თქვა მან
banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის მინისტრი – ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში სამუდამოდ დარჩება
შემდეგი სტატია,,მიკროავტობუსი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა” – დაკავებულია ერთი პირი