“ფრონტერას ხელწერას გავს”-ვოლსკი აშშ-ს დახმარების ნაწილის შეჩერებაზე

უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი, ეხმაურება აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერებას და ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს აშშ-ის კონგრესი ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხის 15%-ის შეჩერებას აპირებს.

„რაც შეეხება კონგრესის კანონპროექტს. ოპოზიცია აღიქვამს ამას გამარჯვებად, ეს არის სიცრუე. როცა ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ როგორმე NATO-სთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ჩვენ ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შემცირდეს.

ფრონტერას ხელწერაც იგრძნობა. ფორნტერასა და საქართველოს კორპორაციას შორის დავა სტოქჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ ფრონტერა ამ შემთხვევაში მართალი არ არის და რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებზეც შეზღუდვაზე საუბარი არ არის. მითუმეტეს ‘ოპეკი’, სახელმწიფო დაწესებულება, საკმაოდ სერიოზულ მრავალმილიონიან ინვესტიციას აკეთებს საქართველოში და ეს ინვესტიცია ახლა მიმდინარეობს“,-აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი თამაზი-“ვინც სახლი დაგვინგრია, იმათთან ნუ თამაშობთ-მეთქი და ამბობენ, სხვა რამეო”
შემდეგი სტატიამირიან ნიკოლაძე – მეჩვენება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენა არავის სურს