
თეონა აქუბარდია ვარაუდობს, რომ “ფრონტერა” ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს შტატებში 15 მილიონიანი ვალის სანაცვლოდ ფარულად ლობირებს.
ცნობისთვის, “ფრონტერას” “ოცნების” ხელისუფლებასთან საარბიტრაჟო დავა აქვს წაგებული. ტეხასური ნავთობკომპანია ხშირად აკრიტიკებდა ივანიშვილის ხელისუფლებას და საარბიტრაჟო დავის შედეგად 15 მილიონი აქვს გადასახდელი, რომელიც არსებული ინფორმაციით, აქამდე არ გადაუხდია.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “პირველებთან” ამბობს, თუ “ფრონტერა” შეწყვეტილი ლობისტური საქმიანობის მიუხედავად მაინც ლობირებს “ოცნებას”, ამით შტატებში შესაბამისი საგამოძიებო უწყეებები აუცილებალდ დაინტერესდებაინ.
“მიუხედავად “ფრონტერას” შეწყვეტილი ლობისტური საქმიანობისა, ის აგრძელებს ლობიზმს, ვფიქრობ, უყურადღებოდ არ დარჩება შეერთებულ შტატებში და მიუხედავად იმისა, რომ “ფრონტერა” თავად ცდილობდა 2019 წლებში ივანიშვილისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას, როგორც ჩანს, ამ 15 მილიონიანი ვალის სანაცვლოდ, ისევე როგორც ლიცენზიის გაგრძელების სანაცვლოდ, ის გარკვეულწილად არის ჩართული ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლო ლობირებაში. აქცენტი “ფრონტერას” ლობიზმის გაგრძელებაზე არის მნიშვნელოვანი გარემოება, რითაც დაინტერესდებიან შეერთებულ შტატებში”, – ამბობს თეონა აქუბარდია.















