პრომეთეს მღვიმის ცენტრალური შესასვლელი ჩაიხერგა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად იმერეთის რეგიონს სტუმრობდა.

გიგლა აგულაშვილი სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო. მინისტრი პრომეთეს მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად, ნიაღვარმა მღვიმის ცენტრალური შესასვლელი ჩახერგა. შემოტანილი ღორღითა და ქვიშით დაიფარა ტურისტული ბილიკი და დაზიანდა ბილიკის მოაჯირი. დასაშვებ ნორმას გადააჭარბა წყლის დონემ მღვიმის პრომეთეს დარბაზში. გვიან ღამით, ავარიულად გაითიშა მღვიმის განათებაც. ავარიულად გათიშული ელ. ენერგიის გამო, ამ დრომდე შესვლა ვერ ხერხდება პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთზე.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მღვიმეში აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყეს. ამ ეტაპზე პრომეთეს მღვიმეში ტურისტებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში კარატეს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
შემდეგი სტატიამოსამართლეების დანიშვნის წესი – საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისთვის ემზადება