პროკურორმა ნიკა მელიას გირაოს გადახდისა და უნიკალური იდენტიფიკატორის კოდთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიას გირაოს გადახდისა და უნიკალური იდენტიფიკატორის კოდთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება.

“უნიკალური იდენტიფიკატორის მიზანია გადახდა აღირიცხოს სწრაფად და მეორე, ნებისმიერი საბანკო დაწესებულებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია გირაოს შესაბამის ანგარიშზე გირაოს თანხის შეტანა ყოველგვარი იდენთიფიკატორის გარეშე, თუ თქვენ იცით, ვის სასარგებლოდ შეგაქვთ თანხა და იცით, ანგარიში, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. იდენტიფიკატორი გირაოს შეტანის სწრაფი ასახვის საშუალებაა. ბრალდების მხარეს ვეუბნებით, მე შენ მოგცემ უნიკალურ კოდს. მიხვალ კონკრეტულ ბანკში ამ კოდით. მიუთითებ გადახდის დროს და პროგრამა ავტომატურად ასახავს შენს მიერ გირაოს გადახდას. შენ აღარ დაგჭირდება ჩემთან მოსვლა, ქვითრების წარდგენა. ლოდინი, როდის დასრულდება ტრანზაქცია. პროკურორს, ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე ავტომატურად დაუფიქსირდება, რომ ამ თანხის გადახდა მოხდა უნიკალური იდენტიფიკატორით. ეს პროცედურა გულისხმობს სისწრაფეს”,- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია ელისაშვილს – რა შენი ხელფასიდან გირაოს გადამიხდი, აგიღებ და ჩემი ხელით გამოგიყვან მაგ პარლამენტიდან
შემდეგი სტატიანიკა გვარამია პროკურორის დღევანდელ განცხადებას უნიკალურ კოდთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს