პროკურორმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად წამოიყვირა მეორე მკვლელის გვარი – სარალიძე

საქმის პროკურორმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად წამოიძახა, თუ ვინ არის მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე – ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა. ზაზა სარალიძემ მისი და ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თბილისის პროკურორის მოადგილესთან შეხვედრა გაიხსენა, რომელსაც მისივე თქმით, საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძეც ესწრებოდა.
„ვთქვი, რომ უკვე დადასტურებელი მაქვს, ვინც არიან ჩემი შვილის დანარჩენი მკვლელებითქო, მითხარიო და განვაცხადე, რომ ერთ-ერთი იყო მ.კ., მეორეო, მკითხა და მეორე თავად წამოიყვირა სახელი და გვარი. მეორე არის მღვდლის შვილზე მაქვს საუბარი – გ.მ. მე არც კი მაცალა ამ სახელი და გვარის დასახელება, თვითონვე წამოიყვირა – მეორე ალბათ ეს არისო, რა თქმა უნდა ეს არის, გცოდნიამეთქი“, – განაცხადა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში “მეგატექნიკის” მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიასტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად ადმინისტრაციული ხარჯები არ შემცირდება – ზვიად ძიძიგური