პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა

bidzinaaaaaქიარია-0ბახტანგიპროკურორის მკვლელობასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ კულუარულად აქამდე უცნობი დეტალები გაარკვია. როგორც აღმოჩნდა, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თუმცა, სანამ ამ დეტალების შესახებ მოგახსენებდეთ, არაინფორმირებულებს შევახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს, ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

.ბოლოს ოჯახმა ის 13 იანვარს ნახა. მისი ძირითადი საცხოვრებელი სამსახურის ადგილმდებარეობის გამო ზუგდიდში ფუძისეული სახლი იყო, თუმცა 13 იანვარს ის ოჯახში იყო ჩამოსული ოჯახის წევრების სანახავად. მეორე დღეს ის ქუთაისში უნდა ყოფილიყო სასამართლო პროცესზე. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლიდან გასულ პროკურორს მეუღლე 2 საათში დაუკავშირდა, თუმცა ქირიამ მას უთხრა რომ საუბარი არ შეეძლო, იგივე განუცხადა მან რძალსაც. მოგვიანებით მისი ტელეფონი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი, ვახტანგ ქირიას ცხედარი სამართალდამცველებმა 16 იანვარს ღამით ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში იპონვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული. წინასწარი ვერსიით მკვლელობის მოტივად მისი სამსახურებრივი საქმიანობა დასახელდა, ვინაიდან მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა.

თუმცა, მოგვიანებით, როგორც „პრაიმტაიმმა“ შეიტყო, სამართალდამცველებმა სხვა ვერსიაზეც – პირად ანგარიშსწორებაზე დაიწყეს მუშაობა და ამას საფუძველი ერთმა გარემოებამ მისცა: 17 იანვარს ერთ-ერთ მანქანაში, რომელიც ქალაქის დატოვებას ცდილობდა, უცნობმა მამაკაცმა ორი ახლობლის თვალწინ იარაღი დაიხალა და თავი მოიკლა. ეს პიროვნება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გვარად კუჭავა აღმოჩნდა. თვითმკვლელობის მიზეზი კი გახდა ის, რომ მან მასზე დადევნებული სამართალდამცველები შეამჩნია და მიხვდა, რომ პროკურორის მკვლელობას არავინ შეარჩენდა. ერთი სიტყვით, „პრაიმტაიმის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, პროკურორის მკვლელმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. უფრო მეტიც, ვარაუდობენ, რომ ბინა, სადაც მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს, სწორედ კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ნათესავები უნდა ყოფილიყვნენ და მათ შორის არსებული დაძაბულობა ვალს უნდა უკავშირდებოდეს.

სამართალდამცველებმა მკვლელობის ადგილიდან ამოიღეს მხოლოდ ტყვია, ხოლო მანქანიდან, სადაც კუჭავამ მოიკლა თავი, ამოღებულია მომცრო ზომის იარაღი, რომლის მარკის დადგენა ექსპერტების ხელშია. ამ ორ შემთხვევას – მკვლელობასა და თვითმკვლელობას შორის კავშირს საბოლოოდ ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ირკვევა, კუჭავაზე არაერთი სახეობის იარაღია გაფორმებული, თუმცა ის სამართალდამცველი არასდროს ყოფილა.

რაც შეეხება ქირიას ტელეფონს, როგორ აღმოჩნდა ის რუსთავში, ამ კითხვაზე ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული პასუხი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკვლელმა ის იქ კვალის არევის მიზნით წაიღო.

როგორც „პრაიმტაიმს“ შეატყობინეს, ვახტანგ ქირია პროკურატურის სისტემიდან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იყო წასული და უკან დაახლოებით 2-3 წლის წინ დაბრუნდა.

ბიძინა კუჭავა მედია სივრცეში მოღვაწეობდა. იგი „საქართველოს ხმის“ დირექტორი გახლდათ. გთავაზობთ, მის ბიოგრაფიულ მონაცემებს.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1985 წელს.

1988-1994წწ. იყო ტელეკომპანია”იბერვიზიის” გენერალური დირექტორის მოადგილე; 1994 წლიდან ტელეკომპანიის, რადიოს და გაზეთის”საქართველოს ხმის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი. არის მრავალი სატელევიზიო გადაცემისა და სიუჟეტის ავტორი.

წყარო

banner
წინა სტატიაშიირანს ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები მოეხსნა
შემდეგი სტატიაბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული