პროკურორის კანდიდატურა შალვა თადუმაძის სასარგებლოდ უკვე გადაწყვეტილია – შალვა შავგულიძე

მთავარი პროკურორობის ყოფილი კანდიდატი შალვა შავგულიძე საპროკურორო საბჭოს პროტესტის ნიშნად დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა შალვა თადუმაძის სასარგებლოდ უკვე გადაწყვეტილია.

“მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა და საპროკურორო საბჭოს წევრებს ჩემი ეს გადაწყვეტილება უკვე ვაცნობე. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენი მოთხოვნა, სხდომა მედიისთვის გახსნილიყო, არ შესრულდა. „პროკურატურის შესახებ კანონში“ ნათქვამია, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობისთვის იქმნება საპროკურორო საბჭო. ეს მაშინ, როდესაც საპროკურორო საბჭო თავის საქმიანობასაც კი არ წარმართავს გამჭვირვალედ. მაშინ როდესაც ხელისუფლებამ არ მოისურვა დემოკრატიულობის მცირე ხარისხი მაინც შეეძინა პროცესისთვის, ჩემი მონაწილეობა ამ მოვლენებში იქნებოდა დემოკრატიულობის ანტურაჟი, თითქოს საპროკურორო საბჭო იხილავს ოპოზიციის კანდიდატს, მაშინ როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილია”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატიააფეთქება ოზურგეთში – უცნობმა პირებმა ავტომობილში ხელყუმბარა შეაგდეს