პროკურორის განცხადებით, მიმდინარეობს დადგენა, ჰქონდა თუ არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ქობულეთში დაკავებულ ქალს

ქობულეთში სპეცოპერაციისას დაკავებულ თურქეთის მოქალაქე ქალს, შესაძლოა, ტერორიზმთან ჰქონდეს კავშირი. აღნიშნულ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“, საქმის პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ბრალის შესახებ საუბრისას პროკურორმა პროცესზე ახსენა, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქემდებები, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს.

გარდა ამისა, „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულია ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბათუმსა და ქობულეთში. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მდინარის პირას ჩამარხულ კასრში ხელყუმბარები იპოვეს.

თურქეთის მოქალაქე ქობულეთში 25 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედება.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – ჩატაევის საკითხზე ნდობის ჯგუფში საქმის ჩაფარცხვა უნდათ, ამიტომ ვითხოვთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას