პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ იაგო ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 12:44

პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ იაგო ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება.

როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, აღდგენილია იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული და მობილური ტელეფონიდან წაშლილი ჩანაწერილი, რომელიც არასრულწლოვანთან ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედებას ადასტურებს.

გუგუტიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებას ბრალდებული ნებიერიძე საკუთარი ტელეფონით იღებდა, თუმცა, დაკავებამდე ფოტო და ვიდეოჩანაწერი წაშალა. პროკურორის თქმითვე, ექსპერტიზის ფარგლებში ჩანაწერის სრულად აღდგენა მოხდა.

“სასამართლომ გამოიკვლია არამხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც, ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ბრალში იაგო ნებიერიძის დამნაშავეობა. ეს მასალა ექსპერტიზის შედეგად, იაგო ნებიერიძის მობილური ტელეფონიდან არის აღდგენილი. ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება, რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი. ის ამის გადაღებას მობილური ტელეფონიდან ახდენდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ექსპერტიზის ფარგლებში აღდგა, გადაღების საათის და რიცხვის მიხედვით.

ექსპერტიზის მიხედვით, ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

“შემდეგ პროცესზე წარმოვადგენთ დასკვნით სიტყვას და სასამართლოს წინაშე მოვითხოვთ იაგო ნებიერიძის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ამის საფუძველს გვაძლევს საქმეში არსებული მტკიცებულებები”, – განაცხადა პროკურორმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 21 მაისს, 10:30 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 12:44

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


6,751
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics